კონკრეტულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლება, სახელის უფლება და ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და პატივის დაცვის უფლება ხორციელდება უვადოდ საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ არ დაიშვება სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების (სათაურის) გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთი გამოყენება გამოიწვევს ავტორთა აღრევას, რამაც შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს საზოგადოება.
არ დაიშვება აგრეთვე ნაწარმოების გამოქვეყნება ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადრე გამოქვეყნებული ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს საზოგადოება.