სამრეწველო საკუთრების დაცვის კონვენცია.იგი მიღებულ იქნა ქ. პარიზში 1883 წლის 20 მარტს და მას ხელი მოაწერა თერთმეტმა სახელმწიფომ, ძალაში კი შევიდა 1884 წლის 7 ივლისიდან. პარიზის კონვენცია რამდენიმეჯერ გადაისინჯა.
პირველად 1886 წელს რომში, ხოლო შემდეგ კი 1890 და 1891) წელს მადრიდში, 1897 და 1900 წ.წ. ბრიუსელში, 1911 წ. ვაშინგტონში, 1925 წ. ჰააგაში, 1931 წ. ლონდონში, 1958 წ. ლისაბონში და 1967 წელს სტოკჰოლმში.
პარიზის კონვენციის ყოველი კონფერენცია, 1900 წლის ბრიუსელის კონფერენციიდან დაწყებული, მთავრდებოდა დამატებითი აქტების მიღებით ან პარიზის კონვენციის აქტის ცვლილებებით.