პატენტი გაიცემა გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე და სამრეწველო ნიმუშზე, ამიტომ მათი ერთმანეთისაგან განსხვავებისათვის პატენტზე კეთდება შესაბამისი მითითება – პატენტი გამოგონებაზე, პატენტი სასარგებლო მოდელზე ან პატენტი სამრეწველო ნიმუშზე.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)