პატენტების დამოუკიდებლობა განისაზღვრება პარიზის კონვენციის მე-4 მუხლით შემდეგნაირად:
პატენტები გამოგონებაზე, რომლებზეც განაცხადები შეტანილია კონვენციის მონაწილე ქვეყნებში, ამ ქვეყნების მოქალაქეთა მიერ განიხილება იმ პატენტებისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც მიღებულია იმავე გამოგონებაზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის იმ ქვეყნებში რომლებიც არ არიან ამკონვენციის მონაწილეები. ნებისმიერ ქვეყანაში, პატენტის მომავალი არავითარ გავლენას არ ახდენს ამავე გამოგონებაზე სხვა ქვეყანაში გაცემულ პატენტზე.