7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

პა პე პი პლ პო პრ პუ პწ
პალ პან პაპ პარ პას პატ პაუ

პატენტი

ოფიციალური დოკუმენტი, სიგელი, რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე და სამრეწველო ნიმუშზე და ადასტურებს დასაპატენტებლად წარდგენილი ობიექტის გამოგონებად, სასარგებლო მოდელად ან სამრეწველო ნიმუშად აღიარებას; ამ ობიექტებზე ავტორობას, პრიორიტეტს და პატენტმფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებებს.

პატენტი არის ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტის დაფიქსირება წერილობითი ფორმით; ტექნოლოგიების გადაცემისა და მრეწველობის ახალი დარგის შექმნის მარეგულირებელი ინსტრუმენტი. პატენტი არის დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება.

იგი უზრუნველყოფს პატენტმფლობელის დაცვას. ეს დაცვა შეზღუდულია დროით და სამრეწველო საკუთრების ამა თუ იმ ობიექტისათვის განისაზღვრება სხვადასხვა პერიოდით.

პატენტის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მისი საგანი საყოველთაო კუთვნილება ხდება.

“საქპატენტის” მიერ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის საპატენტო უწყების მიერ გაცემული პატენტი მოქმედებს ქვეყნის, ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

ზოგიერთ ქვეყანაში, იმ პირებს, რომლებსაც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტი აქვთ, უფლება ეძლევათ ამ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ასათვისებლად საჭირო რეკონსტრუქციის, ხელახალი აღჭურვის, მოდერნიზაციის ან ახალი საწარმოს ჩამოყალიბების მიზნით ისარგებლონ სახელმწიფო ბანკების შეღავათიანი კრედიტით.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9