გამოგონების დაცვის საშუალება. პატენტი გამოგონებაზე უზრუნველყოფს გამოგონებათა სამართლებრივ დაცვას.
პ. გ. გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს. პ. გ. გაიცემა 20 წლით განაცხადის შეტანის დღიდან.
პატენტზე მითითებული უნდა იყოს, რომ ის არის პატენტი გამოგონებაზე. პატენტით დაცული გამოგონების გაუმჯობესების ან სრულყოფის შემთხვევაში ნებადართულია დამატებითი პატენტის მოთხოვნა. გამოგონებაზე პატენტის გაცემა ხდება პატენტუნარიანობაზე ექსპერტიზის ჩაუტარებლად.
“საქპატენტი” ამოწმებს:
დაცულია თუ არა განაცხადის შეტანის დადგენილი ფორმა, ეხება თუ არა ის ერთ გამოგონებას და ხომ არ განეკუთვნება იგი ისეთ გამოგონებათა რიცხვს, რომელზეც პატენტი არ გაიცემა; ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის უზრუნველყოფს საპატენტო საინფორმაციო ძიების ჩატარებას, რის საფუძველზეც ადგენს დოკუმენტურ დასკვნას და მიანიშნებს ტექნიკის დონის იმ ელემენტებს რომლებიც შეიძლება გაითვალისწინოს განმცხადებელმა გამოგონების პატენტუნარიანობის შესაფასებლად.
გამოგონებაზე პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის გამოგონების ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.