პატენტის გაცემა საიდუმლო გამოგონებაზე რეგულირდება სპეციალური აქტით. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, რომლებიც ქვეყნის უშიშროების მიზნით არიან გასაიდუმლოებულები, პატენტი გაიცემა მხოლოდ მათი განსაიდუმლოების შემდეგ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
გასაიდუმლოება დასაშვებია ორი წლის ვადით, რომელიც პატენტის მოქმედების დასაშვები ვადის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი ორი წლით ჯერადობის შეუზღუდავად.