7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

პა პე პი პლ პო პრ პუ პწ
პალ პან პაპ პარ პას პატ პაუ

პატენტი სამრეწველო ნიმუშზე

სამრეწველო ნიმუშის დაცვის საშუალება. ამა თუ იმ ნაკეთობის გარეგანი სახის სამრეწველო ნიმუშად დადასტურების საბუთი, რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ, მასზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ. პატენტი სამრეწველო ნიმუშზე უზრუნველყოფს მის სამართლებრივ დაცვას და გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს სამრეწველო ნიმუშის დაცვის კრიტერიუმებს. პატენტით ასეთი დაცვის ხანგრძლივობა განისაზღვრება 10 წლის ვადით, დღიდან განაცხადის შეტანისა. დასაშვებია პატენტის მოქმედების ვადის გაგრძელება 5 წლით. პატენტზე აღნიშნული უნდა იყოს, რომ ის არის პატენტი სამრეწველო ნიმუშზე.

პატენტი სამრეწველო ნიმუშზე წარმოადგენს აგრეთვე დიზაინერთა შემოქმედებითი საქმიანობის შედეგების დაცვას. პატენტი სამრეწველო ნიმუშზე გაიცემა სამრეწველო წესით დამზადებული ნაკეთობის ახალ მხატვრულ-კონსტრუქციულ გარეგნულ სახეზე. პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.

პატენტი ადასტურებს ავტორობასა და პრიორიტეტს, ანიჭებს პატენტმფლობელს განსაკუთრებულ უფლებას გამოყენებაზე, მისი გამოყენებისაგან შემოსავლის ან მოგების მიღებაზე. პატენტმფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს სამრეწველო ნიმუშს. მას შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, გასცეს ლიცენზია სამრეწველო ნიმუშის გამოყენებაზე დადგენილი წესით. სამრეწველო ნიმუშზე პატენტი არ გაიცემა, თუ ის ეხება:

ა) ობიექტებს, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ინტერესებს ან მორალს, შებღალონ ეროვნული და რელიგიური გრძნობები.

ბ) შენობათა ან სხვა უძრავ ნაგებობათა გარეგნულ სახეს, გარდა მცირე არქიტექტურული ფორმებისა.

გ) არამდგრადი ფორმის მქონე ობიექტებს, როგორიცაა თხევადი, აირისებრი, ფხვიერი და სხვ.

დ) ნაბეჭდ პროდუქციას (მაგ., ჟურნალი, წიგნი).

ე) ნაკეთობებს, რომლებიც არ წარმოადგენენ შემოქმედებით შედეგს;

აგრეთვე თუ პარამეტრების შეცვლით არის მიღებული. ე. ი. მათი გარეგნული სახე განპირობებულია მხოლოდ მათი ტექნიკური ფუნქციით.

პატენტი სამრეწველო ნიმუშზე გაიცემა არსობრივი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9