7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

პა პე პი პლ პო პრ პუ პწ
პალ პან პაპ პარ პას პატ პაუ

პატენტი სასარგებლო მოდელზე

სასარგებლო მოდელის დაცვის საშუალება. პ. ს. მ. გაიცემა თუ იგი განეკუთვნება მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების გაუმჯობესებას, ახასიათებს სიახლე და სამრეწველო გამოყენებადობა. სასარგებლო მოდელზე პატენტის რეგისტრაცია და გაცემა წარმოადგენს გამოგონების დაცვის ერთ-ერთ საშუალებას.

პატენტი სასარგებლო მოდელზე უზრუნველყოფს მის სამართლებრივ დაცვას. სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად, ტექნოლოგიური პროგრესის საჭირო დონის მოთხოვნა უფრო დაბალია ვიდრე გამოგონებისათვის და დაცვის ვადაც უფრო მცირეა და შეადგენს 8 წელს.

პატენტის გაცემა სასარგებლო მოდელზე ხდება სიახლისა და პრაქტიკული სარგებლიანობის ექსპერტიზის ჩაუტარებლად. პატენტი არ გაიცემა ისეთ სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჰუმანურობისა და მორალის პრინციპებს ან თუ მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ან წაახალისოს საზოგადოებრივი ინტერესების, ადამიანური ღირსებისა და ანტისაზოგადოებრივი ქმედების შელახვა.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9