7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

პა პე პი პლ პო პრ პუ პწ
პალ პან პაპ პარ პას პატ პაუ

პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლება

ფლობელისათვის პატენტით მინიჭებული სპეციალური უფლება დაპატენტებულ ობიექტზე, რათა მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი ან მოგება, განკარგოს დაპატენტებული გამოგონება თავის შეხედულებისამებრ პროდუქტის დამზადების, გამოყენების, გაყიდვის, იმპორტის დროს.

პატენტმფლობელს შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს გამოყენების ლიცენზია, გადასცეს პატენტი გამოგონებათა ეროვნულ ფონდს და სხვ. განსაკუთრებული უფლება პატენტმფლობელს საშუალებას აძლევს ნება დართოს სხვა პირებს განახორციელონ პატენტით დაცული ქმედებანი.

პატენტმფლობელის განსაკუთრებულ უფლებათა მოქმედება იწყება პატენტის გაცემის მომენტიდან. პატენტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ ჩაითვლება:

ა) კერძო წესით პირადი სარგებლობისათვის გამოგონების გამოყენება, როდესაც ამგვარი ქმედება არ ისახავს კომერციულ მიზნებს.

ბ) გამოგონების ექსპერიმენტში გამოყენება.

გ) გამოგონების გამოყენება რომელიმე ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებაზე, მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემთხვევით ან დროებითი ყოფნის დროს, თუ იგივე შეღავათები საქართველოსთვისაც გარანტირებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ.

ამ დროს გამოგონება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ საზღვაო ხომალდზე, საფრენ ან სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის.

დ) გამოგონების გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9