პატენტმფლობელის უფლება აღძრას შუამდგომლობა პატენტის აღდგენის თაობაზე, თუ წლიური საფასური არ არის გადახდილი (რამაც გამოიწვია პატენტის ძალის დაკარგვა) საპატიო მიზეზით. შუამდგომლობა აღიძვრება 6 თვის განმავლობაში, დადგენილი საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ. გადაწყვეტილება პატენტის აღდგენის შესახებ შეიტანება საპატენტო რეესტრში.
თუ პატენტის აღდგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილებაა გამოტანილი, მაშინ პატენტიდან გამომდინარე უფლება, იურიდიულ ძალას იძენს პატენტის აღდგენის თარიღიდან 6 თვის ვადაში წლიური საფასურისა და საურავის გადახდის შემდეგ.
ამასთან, საურავი გადაუხდელი საფასურის ოდენობის ტოლია.