7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

პა პე პი პლ პო პრ პუ პწ
პალ პან პაპ პარ პას პატ პაუ

პატენტის იძულებითი გასხვისება

ქმედება, როცა პატენტი ძალაში რჩება, მაგრამ მასზე განსაკუთრებული უფლება პატენტმფლობელიდან (მისი ნებართვის გარეშე) გადადის ხელისუფლებაზე.

ამ შემთხვევაში ყოფილ პატენტმფლობელს უფლება არა აქვს გამოგონებით წარმოდგენილი პროდუქტის წარმოების ან ქვეყანაში შეტანის, ხელისუფლების უკვე როგორც ახალი პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე, მაგრამ მან უნდა მიიღოს კომპენსაცია მთავრობისაგან, რომლის ოდენობა დგინდება საპატენტო უწყების მიერ.

პატენტის იძულებითი გასხვისება ეს არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება ექსტრემალურ შემთხვევებში. საქართველოს კანონით პ. ი. გ. გათვალისწინებული არ არის.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9