პირი, რომელიც წარმართავს საქმიანობას სამრეწველო საკუთრების ობიექტების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. პატენტრწმუნებული შეიძლება წარმართავდეს საქართველოს მოქალაქეთა საპატენტო უფლებებსა და მათ დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭება ხდება სათანადო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
პატენტრწმუნებული შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს:
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, უმაღლესი საბუნებისმეტყველო ან იურიდიული განათლება, სამრეწველო საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის სფეროში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.