პატენტრწმუნებულის უფლებათა სფერო, რომელიც მინდობილობით განისაზღვრება. მინდობილობაში დეტალურად და მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებათა ფარგლები.
მაგალითად, აწარმოოს საქმიანობა ერთ ან რამდენიმე განაცხადზე და/ან რეგისტრაციაზე, სამრეწველო საკუთრების ერთ ან რამდენიმე ობიექტის ფარგლებში;
როგორც არსებულის, ასევე მომავალი განაცხადების და/ან რეგისტრაციების შესახებ; განაცხადის უკან გამოთხოვის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ და ა. შ.