| | |
ა) ყველა ის ქმედება, რომელთა შედეგად მოცემული ფირმის წარმოება, საქონელი. სამრეწველო ან კომერციული საქმიანობა მომხმარებელმა შეიძლება შეცდომით მიიღოს კონკურენტი ფირმის წარმოებად, საქონლად, სამრეწველო ან კომერციულ საქმიანობად.
ბ) კომერციული საქმიანობის პერიოდში გაკეთებული ცრუ განცხადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კონკურენტის წარმოების, საქონლის, სამრეწველო ან კომერციული საქმიანობის დისკრედიტაცია.
გ) კომერციულ საქმიანობაში ისეთი მინიშნებების ან აღნიშვნების გამოყენება, რომლებმაც პროდუქციის ან საქონლის ხასიათის, დამზადების წესის, მახასიათებლების, გარკვეული მიზნებისათვის გამოყენებადობის შესახებ შეიძლება მომხმარებელს არასწორი წარმოდგენა შეუქმნას და შეცდომაში შეიყვანოს. ამ სახეობების გარდა, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას მიეკუთვნება დამატებით კიდევ 12 სახეობა, რომლებიც შესულია განვითარებადი ქვეყნებისათვის დამუშავებული სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვის შესახებ ტიპიური კანონის კომენტარებში. ესენია: 1. კონკურენტის მომხმარებელთა მოსყიდვა იმისათვის, რათა მიიზიდონ ისინი როგორც კლიენტები და ამასთანავე მომავალშიც შეინარჩუნონ მათი კეთილგანწყობა.2. შპიონაჟის ან კონკურენტის მომსახურე პერსონალის მოსყიდვის გზით მისი საწარმოო ან კომერციულ საიდუმლოებათა გამორკვევა.3. კონკურენტის “ნოუ-ჰაუს” არასამართლებრივი გამოყენება ან გამოაშკარავება.4. კონკურენტის მოსამსახურეთა იძულება, დამქირავებელთან დადებული კონტრაქტის დარღვევის ან გაუქმებისათვის.5. კონკურენტების მიმართ პატენტებთან ან სასაქონლო ნიშნებთან დაკაგშირებული უფლებების დარღვევის ბრალდებით სარჩელის აღძვრის მუქარა, თუ ეს კეთდება არაკეთილსინდისიერად და მიზნად ისახავს ვაჭრობის სფეროში კონკურენტისათვის წინააღმდეგობის გაწევას. 6. სხვა ფირმის ვაჭრობის ბოიკოტირება მისი კონკურენციის აღკვეთის ან წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.7.დემპინგი.8.ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს მომხმარებელს ეძლევა საშუალება საქონლის არაჩვეულებრივად მომგებიანი პირობებით შეძენისა, მაშინ, როცა სინამდვილეში ასეთი პირობები არ არსებობს.9. კონკურენტის პროდუქციის, მომსახურების, რეკლამის ან კომერციული საქმიანობის სხვა ასპექტების განზრახ კოპირება.10. კონკურენტის მიერ დადებული კონტრაქტების დარღვევაზე წაქეზება ან ხელშეწყობა.11. ისეთი რეკლამის გამოშვება, სადაც მოყვანილია კონკურენტების საქონლის ან მომსახურების შედარება.12. იმ სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევა, რომელთაც არა აქვთ პირდაპირი დამოკიდებულება კონკურენციასთან, მაგრამ ასეთი დარღვევა კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვების საშუალებას იძლევა. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოყენება იწვევს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციის შეწყვეტას ან გაუქმებას.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |