7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

პა პე პი პლ პო პრ პუ პწ
პრე პრი პრო

პრიორიტეტის უფლება

პირველი განმცხადებლის უპირატესობა, მოგვიანებით განცხადებულ ნებისმიერ იდენტურ, მსგავს ობიექტზე. პრიორიტეტის უფლება რეგულირდება პარიზის კონვენციის მე-4 მუხლით, რომელიც გულისხმობს, რომ კონვენციის მონაწილე ერთ-ერთ ქვეყანაში სამრეწველო საკუთრების ობიექტზე შეტანილი პირველი განაცხადის საფუძველზე, განმცხადებელს (ან მის უფლებამონაცვლეს) უფლება აქვს დროის დადგენილი პერიოდის განმავლობაში (6 ან 12 თვე) წამოაყენოს თხოვნა, ყველა დანარჩენ მონაწილე ქვეყნებშიც მისი ობიექტის დაცვის შესახებ საკონვენციო პრიორიტეტის გათვალისწინებით;

მაშინ ყველა გვიანდელი განაცხადები განიხილება ისე, თითქოს ისინი რეგისტრაციაში იყვნენ გატარებული იმავე დღეს, როცა რეგისტრაცია გაიარა პირველმა განაცხადმა. ე. ი. ეს შემდგომი განაცხადები სარგებლობენ საპრიორიტეტო სტატუსით ყველა იმ განაცხადებთან შედარებით, რომლებიც მოცემულ ობიექტს (გამოგონებას და სხვ.) ეხება და რომლებიც რეგისტრირებულ იქნენ პირველი განაცხადის შეტანის შემდეგ.

პრიორიტეტის უფლება შეიძლება გადაეცეს მხოლოდ პირველი განმცხადებლის უფლებამონაცვლეს.

პრიორიტეტის უფლების შესაქმნელად აუცილებელია პირველი განაცხადი რეგისტრირებული იქნეს წესების შესაბამისად.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9