ელექტრონული გენერატორით გენერირებული სიხშირე, რომელიც გადმოსცემს მაუწყებლობის ორგანიზაციის პროგრამებს კოსმოსიდან.
“გამოსხივებული სიგნალი” განიხილება, როგორც პროგრამის მატარებელი სიგნალი მიმართული თანამგზავრისაკენ ან მისი გავლით;
“წარმოებული სიგნალი” კი როგორც სიგნალი, რომელიც მიღებულია გამოსხივებული სიგნალის ტექნიკური თვისებების მოდიფიცირების საშუალებით, ძირითადად ფართო საზოგადოების გადაცემებისათვის.
ამ კონტექსტში პროგრამა გულისხმობს ცოცხალი შესრულების ან ჩაწერის ერთობლიობას, რომლებიც შედგება გამოსახულებებისაგან, ხმებისაგან ან ორივეთი ერთად და განხორციელებულია სიგნალებში, რომელიც შემდგომი გავრცელებისთვისაა გამოსხივებული.