საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მემკვიდრეზე გადასული 258 ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებზე განსაკუთრებული უფლებების მოქმედების ვადა შეადგენს 50 წელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედებს სპეციალური ვადები.
ვადის გამოანგარიშება იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა იურიდიულ ფაქტს, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.
დაცვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ნაწარმოები საზოგადოების კუთვნილება ხდება.