პროდუქტის გაყიდვის ნებართვა საჭიროა ნებისმიერი ისეთი ნაკეთობისათვის, რომელიც თვითონ წარმოადგენს დაპატენტებულ ობიექტს ან შეიცავს ასეთს. გაყიდვის ნებართვა შეიძლება ითვალისწინებდეს ზოგიერთ შეზღუდვას, მაგ., ნებართვა შეიძლება ეხებოდეს ქვეყნის მხოლოდ გარკვეულ რეგიონს ან გარკვეულ პირებს.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)