სასარგებლო და ახალი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელსაც ახასიათებს სიახლე და სასარგებლოა იმ საწარმოსათვის, სადაც იგი იყო შეტანილი. რ. წ. გულისხმობდა ნაწარმის, წარმოების ტექნოლოგიის, სამეცნიერო-კვლევით და სხვა დარგში გამოყენებული ტექნიკის შეცვლას ან მასალის შედგენილობის შეცვლას.
ტექნიკური გადაწყვეტა მოცემული საწარმოსათვის სიახლე იყო მაშინ, თუ იგი არ იყო ცნობილი იქამდე ამ საწარმოში.
რ. წ. არსებობდა ყოფილ სსრკ-ში თანახმად სსრკ აღმოჩენების, გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების შესახებ დებულებისა. რ. წინადადების ავტორს ეძლეოდა დადგენილი ფორმის საბუთი და ფულადი ჯილდო.
საქართველოს საპატენტო კანონმდებლობის აქტებში ამჟამად რ. წ. აღარაა გათვალისწინებული.