7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ ახ
არა არბ არგ არე არი არს არტ არქ

არაპატენტუნარიანი ობიექტები

ობიექტები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს და ისეთი ობიექტები, რომლებზეც კანონის ძალით პატენტი არ გაიცემა. მაგალითად, აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია ან მათემეტიკური მეთოდი; ლიტერატურის, ხელოვნების ნაწარმოები ან სხვა მხატვრული შემოქმედება-კონსტრუირების შედეგი; გამომთვლელი მანქანის ალგორითმი ან უშუალოდ პროგრამა; მეურნეობრიობის ორგანიზაციისა და მართვის მეთოდი; აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდები, თამაშის წესები და მისთ.

ნაგებობათა, შენობათა, ტერიტორიათა დაგეგმარების პროექტი და სქემა; პირობითი ნიშანი, განრიგი, წესი; ინფორმაციის მიწოდების ხერხი; ბუნების კანონების საწინააღმდეგო სტრუქტურა. პატენტი არ გაიცემა ისეთ გამოგონებაზე, რომლის გამოქვეყნებამ შეიძლება არაჰუმანური, ამორალური და ანტისაზოგადოებრივი ქმედება გამოიწვიოს ან წაახალისოს იგი; მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებზე, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე. ეს არ ეხება მიკრობიოლოგიურ ხერხებს და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებს.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9