7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ ახ
არა არბ არგ არე არი არს არტ არქ

არარეგისტრირებადი სიმბოლოები

სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება: ისეთი სიმბოლო, რომელსაც არ ახასიათებს განმასხვავებელუნარიანობა,: რომელიც შედგება მხოლოდ ერთი არასტილიზებული ასოს, ციფრის, მარტივი ფიგურის ან მათი მარტივი კომბინაციისაგან თვით საქონლის მარტივი გამოსახულება;

საწარმოს სახის აღმნიშვნელი სიტყვები; ვაჭრობაში III საყოველთაოდ მიღებულ ტერმინები, ფულის ნიშნების საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოები;ტერმინები, რომლებიც მიუთითებენ მხოლოდ საქონლის ან მომსახურების თვისებებზე. შედგენილობაზე, რაოდენობაზე, წარმოების ხერხზე, დანიშნულებაზე, ღირებულებაზე, წარმოების ან გასაღების ადგილსა და დროზე, მასალასა და ნედლეულზე;

საქონლის ან მომსახურების საყოველთაოდ მიღებული დასახელებები, რომლებიც აღნიშნავენ საქონლის ან მომსახურების გვარეობას ან სახეობას; აღნიშვნები რომლებიც შექმნილია საყოველთაოდ მიღებული დარგების დასახელებისა და გეოგრაფიული ხასიათის შემოკლებებისაგან; რომელიც ბღალავს, აღიზიანებს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიურ გრძნობებსა და ტრადიციებს, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემთხვევიან სახელმწიფოთა გერბებს, დროშებს, ემბლემებს, სახელმწიფოთა ოფიციალურ ან ისტორიულ სახელწოდებებს, დამღებს, ბეჭდებსა და ჯილდოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების დასახელებებს ან მათ შემოკლებებს, ცნობილ პიროვნებათა სახელებს, გვარებს, ფსევდონიმებს და პორტრეტებს. უშუალოდ მათი ან მემკვიდრეების თანხმობის გარეშე.

სიმბოლოები, რომლებიც მოიცავენ ან შედგებიან ისეთი სახის მინიშნებებისაგან რომლებსაც შეუძლიათ შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებელი,რომელიც შეიცავს საქონლის შესაქებ სიტყვებს და გამიზნულია იმისათვის, რომ დაარწმუნოს მომხმარებელი ნაწარმის ხარისხის უპირატესობაში, რომელიც ან რომლის შემადგენელი ნაწილიც არის საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ნიშნის იმიტაცია, მიბაძვა ან გამეორება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ამ ნიშანთან აღრევა.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9