ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიღებული ექსპერტიზის ერთ-ერთი ეტაპი. ამ ეტაპზე დგინდება: გამოგონების პრიორიტეტი, სამართლებრივი დაცვის ობიექტები, გამოგონების ერთიანობის მოთხოვნა, ტექნიკის დონე. არასრული ექსპერტიზა ტარდება იმ დარგებისათვის, რომლებზეც არ ტარდება სრული ექსპერტიზა. ექსპერტიზის ამ ეტაპზე არ მოწმდება საგამომგონებლო დონე.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)