პარიზის კონვენციის მე-6 მუხლის პირობა, რომლის ძალითაც ყოველი სასაქონლო ნიშანი, რომელიც რეგისტრირებულია წარმოშობის ქვეყანაში, დაშვებული და რეგისტრირებული უნდა იქნეს სხვა ქვეყანაში უცვლელად – “ისეთი როგორიც არის” ("telle quelle").
რეგისტრაციაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ კონვენციით განსაზღვრულ პირობებში, მაგ., თუ ნიშანს არა აქვს განმასხვავებელი ელემენტები; ეწინააღმდეგება მორალისა და საზოგადოების ნორმებს და სხვ.