7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ტა ტე ტვ ტი ტო ტრ ტყ
ტელ ტემ ტენ ტერ ტექ

ტექნიკის არსებული დონე

ყოველივე ის, რაც ცნობილი გახდა საზოგადოების ფართო წრისათვის წერილობითი ან ზეპირი აღწერის, საჯარო გამოყენების ან სხვა გზით. ტ. ა. დ. განისაზღვრება ყველა სახის იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა პირმა (სამრეწველო საკუთრების ობიექტისათვის, მასზე განაცხადის შეტანის თარიღამდე).

ტ. ა. დ. დგინდება შემდეგი საინფორმაციო წყაროებით: გამოგონებათა სრული აღწერილობები, საპატენტო-საინფორმაციო გამოცემები, დარგობრივი საინფორმაციო გამოცემები, წიგნები, სახელმძღვანელოები, კატალოგები, საფირმო პროსპექტები, სტანდარტები, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა ანგარიშები, დეპონირებული ნაშრომები, დისერტაციები, ავტორეფერატები;

გამოფენის ექსპონატები, ზეპირი მოხსენებები, ლექციები და 337 ა. შ.

ტექნიკის დონისათვის ცნობილი ნივთიერებები და ნარევები შეიძლება მიჩნეულ იქნეს პატენტუნარიანად თუ ისინი გამოიყენება ტექნიკის დონისათვის უცნობი დანიშნულებით. საგამომგონებლო დონის დადგენისას ტექნიკის დონეში არ ჩაითვლება “საქპატენტში” სამრეწველო საკუთრების ობიექტზე განსახილვევად შეტანილი განაცხადები.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9