საპატენტო დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაცია. ტ. ი-ს რამდენიმე ფუნქცია აკისრია:
1. იძლევა კვლევითი მუშაობისათვის აუცილებელ ტექნოლოგიურ ინფორმაციას.
2. ავლენს ალტერნატიულ ტექნოლოგიებს.
3. საპატენტო დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე საშუალებას “იძლევა შეფასდეს კონკრეტული ტექნოლოგიის ძირითაღი მახასიათებლები, რომლებიც აუცილებელია მოცემული ტექნოლოგიის დანერგვის ან ლიცენზირების საკითხის სრულფასოვანი განხილვისათვის.
4. ადგენს თუ რომელი წარმოებები ფუნქციონირებენ ტექნოლოგიის ამა თუ იმ სფეროში.
5.ხელს უწყობს ტექნიკურ პრობლემათა გადაწყვეტას.
საპატენტო დოკუმენტაციაში არსებული ტ. ი. უნდა შედგებოდეს ოთხი ელემენტისაგან:
ა) ტექნიკური განვითარების არსებული დონის მოკლე აღწერილობა.
ბ) გამოგონების დეტალური აღწერილობა.
გ) ერთი ან რამდენიმე ნახაზი (ან ქიმიური ფორმულა), რომელიც გამოგონების ხასიათის ილუსტრირების საშუალებას იძლება.
გამოგონების არსის ამსახველი ფორმულა.