პროდუქციის დამზადების პროცესის სისტემატური ცოდნა. მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობაში მომსახურებათა შეთავაზება იმისდა მიუხედავად, ასახულია თუ არა ეს ცოდნა გამოგონებაში, სასარგებლო მოდელში, სამრეწველო ნიმუშში, მცენარის ჯიშში, დოკუმენტალურად დაფიქსირებულ ტექნიკურ ინფორმაციაში, კონსტრუირების, აწყობის, ტექნიკური მომსახურების, სამრეწველო დანადგარის ექსპლოატაციის, ანდა სამრეწველო საწარმოსა თუ სავაჭრო ობიექტის გაძღოლის სპეციალისტთა კვალიფიკაციასა და გამოცდილებაში.
ტექნოლოგია განისაზღვრება, როგორც ცოდნა და იგულისხმება არა ნებისმიერი ცოდნა, არამედ ისეთი, რომელიც სისტემატურია, ანუ ისეთნაირად ორგანიზებული, რომ უზრუნველყოს პრობლემის გადაჭრა და შესაძლებელია:
ა) მისი გადაცემა ერთი ადამიანისაგან მეორისათვის. ცოდნა რაიმე სახით უნდა იყოს დაფიქსირებული ზეპირად ან წერილობით და იგი უნდა იყოს გახსნილი, ან ჰქონდეს გახსნის უნარი.
ბ) გამოყენება იმ პრობლემების მოგვარებისათვის, რომლებიც წარმოიშობა ადამიანის საქმიანობის შედეგად მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში ან ვაჭრობაში.
გამოგონება, სასარგებლო მოდელი და სამრეწველო ნიმუში წარმოადგენს ამა თუ იმ ტექნოლოგიას, აღწერილს და წარმოდგენილს განსაკუთრებული ფორმით ან სახით.
ტ-ს, როგორც საქონელს გააჩნია ორგვარი ხასიათი: ინდივიდუალური (მისი შექმნისას) და საზოგადოებრივი (მისი გამოყენებისას).