7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ ახ
არა არბ არგ არე არი არს არტ არქ

არსის გახსნა

ობიექტის არსის ისეთნაირად გახსნა, რომ ის იქცეს ტექნიკის ცნობილი დონის შესახებ ინფორმაციის ნაწილად. არსის გახსნა შეიძლება მოხდეს შემდეგი სამი გზით:

1. ტექნიკური გადაწყვეტის დოკუმენტალური აღწერით, რომელიც გამოქვეყნებული უნდა იქნეს.

იხ. პუბლიკაცია.

2. ტექნიკური გადაწყვეტის აღწერა სიტყვიერი ფორმით, რომელიც უნდა გაკეთდეს საჯაროდ. ამას ეწოდება არსის ზეპირი გახსნა.

3. ტექნიკური გადაწყვეტის საჯარო გამოყენება, როცა ნებისმიერ სპეციალისტს შეუძლია ამ ტექნიკური გადაწყვეტის გამოყენება. ამგვარ გახსნას ეწოდება არსის გახსნა გამოყენების გზით.

გამოგონებას სიახლეს არ უკარგავს მისი არსის გახსნა განაცხადის შეტანამდე არაუმეტეს ექვსი თვით ადრე, ე. ი. ამ ვადაში გამოგონების პატენტუნარიანობა ხელუხლებელი რჩება თუ იგი გამოვლინდა როგორც პირდაპირი ან ირიბი შედეგი:

ა) განმცხადებლის ან მისი წინათმოსარგებლის მიმართ უფლების ბოროტად გამოყენებისას.

ბ) განმცხადებლის ან მისი წინათმოსარგებლის მიერ გამოგონების წარდგენისას ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ გამოფენაზე. თუ განაცხადი გამოგონებაზე მიეკუთვნება ბიოლოგიური გამრავლების ობიექტს, რომლის არსის გახსნა არ შეიძლება განაცხადში ამ სახით, მაშინ განაცხადს თან უნდა ახლდეს ასეთი გამოგონების შესახებ დეპონირებული მასალა. დასაპატენტებელი ობიექტის არსის გახსნის წყაროდ არ ჩაითვლება მისი საჯარო დემონსტრირება.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9