7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

უა უდ უვ უზ უკ უმ უნ უპ ურ უს უფ უღ უშ უც უძ უწ უხ
უხა უხი

უხარისხო პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა

უხარისხო პროდუქციის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქციით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზიანებულ პირთან, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა:

ა) მას ეს პროდუქცია არ გაუტანია სარეალიზაციოდ.

ბ) შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნაკლი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გამოტანის დროს.

გ) მას ეს პროდუქცია არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა სამეურნეო მიზნებისათვის, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

დ) პროდუქციას აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს ან შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქციის გატანის დროს.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9