ზოგიერთი ქვეყნის საპატენტო კანონმდებლობით გათვალისწინებული არსობრივი ექსპერტიზის გადადება იმ დრომდე, სანამ განმცხადებელი ან სხვა დაინტერესებული პირი არ მოითხოვს მის ჩატარებას. გადადებული ექსპერტიზის პროცედურის განხორციელებისათვის აუცილებელი პირობაა გამოგონებაზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარება და მისი გამოქვეყნება, განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 18 თვემდე. მოთხოვნა არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისათვის შედის განაცხადის შეტანიდან 7 წლის ვადაში. გ. ე. პირველად შემოღებული იქნა ჰოლანდიაში.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)