ნაწარმოების გამოყენების უფლება ნებისმიერი პირის მიერ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ნაწარმოები საზოგადოების კუთვნილება ხდება, მაშინ, როდესაც მასზე დაცვის ვადა გასულია, ე. ი. ავტორის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, როცა იგი აღარ არის დაცული საავტორო უფლებით. ზოგიერთ ქვეყანაში შემოღებულია ფასიანი საზოგადოებრივი კუთვნილების სტატუსი, როდესაც ნაწარმოების საავტორო უფლებით დაცვის შემდეგ, მისი გამოყენებისათვის გადახდილი უნდა იქნეს გარკვეული საფასური.