მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც გამოიყენება როგორც დამხმარე-თანმხლები სხვა მოქმედებისა, ძირითადად გამოიყენება კინოხელოვნებასა და რადიოსატელევიზიო პროგრამებში.
დაცული მუსიკალური ნაწარმოებები შეიძლება გამოყენებული იქნეს ფონური მუსიკის სახით, ამ მუსიკალური ნაწარმოების ავტორის თანხმობით. ფონური მუსიკა შეიძლება დაწერილი იყოს აგრეთვე დაკვეთით კონკრეტული პროგრამისათვის.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)