ასოთა წყობა რომელიც რეგულარულად მეორდება სხვადასხვა მფლობელების სასაქონლო ნიშანში, მაგრამ არ იწვევს სასაქონლო ნიშნების კოლიზიას. ფ. არის სიტყვის სუსტი ელემენტი, მაგ., "-მიცინი", "-გინი" და სხვა. ფორმანტებს მიეკუთვნება აგრეთვე ნივთიერების ან ორგანიზმის ნაწილების შემოკლებული სახელწოდებები. მაგ., კორი, დენტი და სხვ. აგრეთვე ისეთი სიტყვები, რომლებმაც მრავალჯერადი გამოყენების გამო, სხვადასხვა სასაქონლო ნიშნებში დაკარგეს განმასხვავებლობა. მაგ., "Club", "system" და ა. შ.