გადამუშავებაზე (წარმოებაზე) ფრენშაიზინგის დროს ფრენშაიზის მიმცემი მიაწოდებს მწარმოებელს მნიშვნელოვან ინგრედიენტს ან უზრუნველყოფს მას ტექნიკური ინფორმაციით. იგი აძლევს ფრენშაიზის მიმღებს უფლებამოსილებას საქონლის წარმოებასა და გაყიდვაზე, ფრენშაიზის მიმცემის სასაქონლო ნიშანთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში ფრენშაიზის მიმღებს შეიძლება გადაეცეს ლიცენზია იმ საიდუმლო კომერციული ინფორმაციის გამოყენებაზე ან დაპატენტებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეკუთვნის ფრენშაიზის მიმცემს.
ასეთი ფრენშაიზები გამოიყენება მაგ., სწრაფი მომსახურების წარმოებებში და რესტორნებში.