ფრენშაიზინგის ობიექტებს წარმოადგენს ისეთი სისტემა, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ სამეურნეო საქმიანობაზე, რომლისთვისაც შემუშავებულია წარმოების, გადამუშავების და საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის წესები, ხერხები ან საშუალებები. მაგ., სწრაფი მომსახურების რესტორნების ("Mc Donald's"), მაღაზიების და სხვ. ექსპლუატაცია.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)