შესასრულებელი ფუნქციების მიხედვით ფრენშაიზინგი შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ტიპად:
ა) ფრენშაიზინგი გადამუშავებაზე (წარმოება),
ბ) ფრენშაიზინგი მომსახურებაზე (სერვისი).
გ) ფრენშაიზინგი საბითუმო ვაჭრობაზე (განაწილება).
გარდა ამისა, ფრენშაიზინგის კლასიფიცირება შეიძლება ფრენშაიზის მიმცემისა და მიმღების შესაძლო ურთიერთობების სახეების მიხედვით. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობები მწარმოებელსა და საბითუმო მოვაჭრეს, მწარმოებელსა და საცალო მოვაჭრეს, მომსახურების ინდუსტრიასა და საცალო მოვაჭრეს შორის.