საქონლის ა. დ. ეს არის რეგიონის, ქვეყნის ან გარკვეული ადგილმდებარეობის გეოგრაფიული დასახელება, რომელიც გამოიყენება აღნიშნულ ფარგალ-ში წარმოებული იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის სპეციფიკური თვისებები ან ხარისხი, არსებითად ან მთლიანად განპირობებულია გეოგრაფიული გარემოთი, ან მოცემულ ადგილზე ბუნებრივი და ადამიანური (ხალხური რეწაობის) ფაქტორებით. ადგილწარმოშობის დასახელებაში შედის იმ ქვეყნის, რეგიონის ან კონკრეტული ადგილის სახელწოდება, სადაც დამზადებულია პროდუქცია, ა. დ-ით შესაძლებელია იმის განსაზღვრა. თუ სად და ვის მიერაა შესრულებული პროდუქციის გამოშვება ან მომსახურება.
ა. დ-ის უფლება გააჩნიათ იმ მეწარმეებს, რომელთა საწარმოები განლაგებულია მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში და რომლებიც მიესადაგება ამ ზონაში წარმოებულ კონკრეტულ პროდუქტებს (მაგ., „წინანდალი“, „ბორჯომი“, „შამპანური“). ადგილწარმოშობა ყოველთვის წარმოადგენს გეოგრაფიულ სახელწოდებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება მიანიშნებდეს განსაზღვრულ გეოგრაფიულ ნაწილს, მისი პირდაპირი დასახელების გარეშე. საქონლის ა. დ-ად არ ჩაითვლება ისეთი აღნიშვნები „ რომლებიც შეიცავენ გეოგრაფიულ დასახელებას, მაგრამ საყოველთაოდაა ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც სხვა სახის საქონლის დასახელება, რომელიც არ არის კავშირში მის დამზადების ადგილთან. ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა ხდება „საქპატენტში“ რეგისტრაციის გზით. „საქპატენტი“ მასზე გასცემს მოწმობას. მოწმობა უფლებას იძლევა ამ ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე. რეგისტრაცია საქონლის ადგილწარმოშობაზე, რომელიც გაუქმებულ იქნეს, თუ: საქონელმა დაკარგა ის სპეციფიკური თვისებები, რომლებიც მითითებული იყო ამ საქონლის ადგილწარმოშობასთან დაკავშირებით; იმ გეოგრაფიული ზონისათვის დამახასიათებელი თვისებების დაკარგვით ან წარმოების შეუძლებლობის გამო, რომელიც მითითებული იყო რეგისტრაციის დროს.