უკვე არსებულ ჯგუფის ნაწარმზე ამავე სასაქონლო ნიშნის ახალი ვარიაციების დამატებით წარმოებული პროდუქციის სახეობათა გაფართოება. მაგალითად, კოკა-კოლამ გააფართოვა თავისი წარმოება “დაიეტ კოუკით”. ასორტიმენტის გაფართოება დაკავშირებულია რისკთან, რადგან მას შეიძლება მოჰყვეს სასაქონლო ნიშნის პრესტიჟის შებლალვა.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)