სასცენო ნაწარმოებების სახე, როგორსაც წარმოადგენს სცენაზე საცეკვაო მოძრაობების კომპოზიცია ან ერთი იდეით გაერთიანებული ჟესტების სისტემა, რომელიც შექმნილია მუსიკის თანხლებით შესრულებისათვის. მაგ. ბალეტი, პანტომიმა და სხვ. ქ. ნ-ის დაცვა ხორციელდება საავტორო სამართლით. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია ქორეოგრაფიული და დრამატული ნაწარმოების აღნიშვნა "DC" – აბრევიატურით.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)