ყოფილი თანამშრომლის მიერ დაქირავების ხელშეკრულების ვალდებულების დარღვევა, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების ან გათქმის საშუალებით წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს.
ასეთი ქმედება ისჯება, თუ იგი წარმოადგენს ქურდობას, მითვისებას, სამრეწველო შპიონაჟს ან კონკურენტთან ჩუმ შეთანხმებას. აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გათქმას თუ იგი კონკურენტია მისი ყოფილი სამუშაოს მიმცემის. მაგ., როდესაც მან შექმნა თავისი (საკუთარი) საწარმო იმავე დარგში.
არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს ყოფილი სამუშაოს მიმცემის თანამშრომელთა გადაბირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა თანამშრომელმა გამოიყენა კლიენტების სია ან შიდა სარგებლობის საქმიანი დოკუმენტაცია უფრო მომგებიანი წინადადებების მოსამზადებლად, ამ თანამშრომელთა შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვება მათი გადაბირების მიზნით.