არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეობა, როდესაც ხდება ისეთი რეკლამის გამოშვება, სადაც მოყვანილია კონკურენტების საქონლის ან მომსახურების შედარება.
შ. რ. შეიძლება იყოს ორი სახის: სხვისი საქონლის პოზიტიურობაზე ან ნეგატიურობაზე მითითება, ირიბი დისკრედიტაცია. ამ შემთხვევებში ადგილი აქვს კონკურენტზე მითითებას.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შედარებითი რეკლამის გამოყენება ან საერთოდ აკრძალულია, ან მკაცრად არის შეზღუდული.
შ. რ. ჩაითვლება მართლზომიერად ორი ძირითადი პირობის არსებობის შემთხვევაში: იგი უნდა იყოს ობიექტური და საკმაოდ ზოგადი ხასიათის, რომ არ მოხდეს რომელიმე კონკრეტული მეწარმის დისკრედიტაცია.