ფიზიკური პირი, რომელიც ქმნის ან ინტერპრეტაციას უკეთებს კულტურულ ფასეულობას, საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობა თავისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიაჩნია, აღიარებულია ან სურვილი აქვს, რომ აღიარებული იქნეს შემოქმედებით პირად, მიუხედავად იმისა არის თუ არა ხელშეკრულებით დაკავშირებული ან წევრი რომელიმე შემოქმედებითი გაერთიანების.
შემოქმედებით პირებად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებზეც ვრცელდება საავტორო სამართლის მსოფლიო კონვენცია, ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ, რომის კონვენცია შემსრულებელთა, ფონოგრამების მწარმოებელთა და მაუწყებლობის ორგანოთა ინტერესების შესახებ.