7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

შა შე შვ ში შმ შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეკ შემ შეს შეტ შეფ შეღ შეც შეძ

შემსრულებლის უფლებათა მოქმედების ვადა

შემსრულებლის უფლებები მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შესრულების თარიღიდან. შემსრულებლის სახელის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლები დაცულია უვადოდ. შემსრულებლის უფლებათა დაცვა მისი გარდაცვალების შემდეგ ხორციელდება იმ წესით, რაც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

ვადის ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის 1 იანვრიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა იურიდიულ ფაქტს, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.

შემსრულებლის სახელისა და რეპუტაციის დაცვის უფლება მემკვიდრეობით არ გადადის. მათი დაცვა შემსრულებლის სიკვდილის შემდეგ ხორციელდება იმ წესით, რაც გათვალისწინებულია ავტორის პირადი უფლების დაცვისათვის.

იხ. აგრეთვე
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9