შემსრულებელს თავის შესრულებაზე გააჩნია შემდეგი პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებები: უფლება სახელზე, რეპუტაციის პატივისცემის უფლება, უფლება გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი სახით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.
შ. უ. განეკუთვნება საავტორო უფლების მომიჯნავე უფლებებს. შემსრულებელი, საავტორო უფლების მომიჯნავე უფლებებს ახორციელებს შესრულებული ნაწარმოების ავტორის უფლებათა დაცვის პირობით.