შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი განმეორებითი (შემდგომი) გადაცემისა და კვლავწარმოების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით.
ასეთი გამოყენების შემთხვევაში შემსრულებლისათვის მისაცემი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება აღნიშნული ხელშეკრულებით.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)