7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

შა შე შვ ში შმ შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეკ შემ შეს შეტ შეფ შეღ შეც შეძ

შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება

შემსრულებელს აქვს განსაკუთრებული უფლება. შესრულების გამოყენებაზე ნება დართოს ან აკრძალოს შემდეგ მოქმედებათა განხორციელება:

1. იმ შესრულების ჩაწერა, რომელიც ადრე იყო ჩაწერილი.

2. შესრულების ჩანაწერის კვლავწარმოება, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შემსრულებლის თანხმობით ჩაწერილი შესრულების კვლავწარმოება ხდება იმავე მიზნებისათვის, რისთვისაც მიღებული იყო შემსრულებლის თანხმობა ასეთი ჩაწერისას.

3. შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, ან შესრულების სხვაგვარი საჯარო გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ხდება შემსრულებლის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების გადაცემა.

4. შესრულების ჩანაწერის გადაცემა ეთერში ან კაბელით, თუ თავდაპირველად ამ შესრულების ჩაწერა არ იყო განხორციელებული მოგების მიღების მიზნით.

5. იმ გამოქვეყნებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის გასაქირავებლად ჩაბარება, რომელიც შეიცავს შესრულებას შემსრულებლის მონაწილეობით.

ნებართვა განსაკუთრებულ უფლებაზე გაიცემა შემსრულებლის მიერ, ხოლო შემსრულებელთა კოლექტივის შესრულებაზე – ასეთი კოლექტივის ხელმძღვანელის მიერ, მოსარგებლესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9