7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ცე ცვ ცი ცნ ცო ცრ ცხ
ცვლ

ცვლილებების შეტანა რეესტრში

სამრეწველო საკუთრების ობიექტის მფლობელის სახელის, მისამართის ან სხვა ცვლილებების შეტანა შესაბამის რეესტრში. განცხადება ასეთი ცვლილების შესახებ “საქპატენტში” შეაქვს ობიექტის მფლობელს ან მის პატენტრწმუნებულს;

განაცხადში მიეთითება მათი სახელები და მისამართები, განცხადება შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და გადახდილი იქნეს შესაბამისი საფასური.

თუ ცვლილება ეხება რამდენიმე რეგისტრაციას, საკმარისია ერთი განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ყველა შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი.

რეესტრში დასაშვებია მხოლოდ ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც არ იწვევს სამრეწველო საკუთრების ობიექტის არსობრივ ცვლილებას.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9