ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, ოღონდ გამოყენებული ნაწარმოების ავტორის და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით დაშვებულია:
ციტირება მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოებებიდან ორიგინალში ან თარგმანში, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და ინფორმაციული მიზნებისათვის, იმ მოცულობით, რაც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების კვლავწარმოების ჩათვლით, ბეჭდვითი მიმოხილვის ფორმით.