წყლის ნიშანი; ფილიგრანი. გამჭვირვალე გამოსახულება, რომელიც ჩანს ქაღალდის სინათლეზე გაჭვირვის დროს. იგი კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში და დაიტანება სველ ქაღალდზე სპეციალური მრავალბადიანი მანქანური მექანიზმის საშუალებით.
წნევის საშუალებით ქაღალდი შრება და მასზე რჩება დატანილი ნიშანი. ჭვირნიშანი ფართოდ გამოიყენება ფულის ბანკნოტებზე სიყალბის აღსაკვეთად.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)