ის, რასაც ეყრდნობა მითითება და რომლის ხსენება აუცილებელია სხვა ავტორის ნაწარმოების თავისუფალი გამოყენებისათვის. წ. ფაქტობრივად აღნიშნავს გამოცემას, რომელიც უკვე გამოყენებადია. საზოგადოდ მიღებულია, რომ აუცილებელია ავტორის ზუსტი მითითება, გამოცემის დასახელება, მისი გამოქვეყნების ადგილი და წელი, გვერდი საიდანაც მოყვანილია ციტატა ან ილუსტრაცია.
გაზეთებში და პერიოდულ გამოცემებში აუცილებელია მიეთითოს დასახელება, ფაქტიური გამოცემის წელი, თარიღი ან ნომერი, იგულისხმება, რომ ყველა ეს ინფორმაცია თვით წყაროში არის მითითებული.